CSR სიახლეები

"ემბისი"-მ EFSE-ისგან 7 მილიონი ლარის სესხი მიიღო

"ემბისი"-მ EFSE-ისგან 7 მილიონი ლარის სესხი მიიღო

2023-11-15

"ემბისი"-მ  EFSE-ისგან (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) 7 მილიონი ლარის სესხი მიიღო.

ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზანია სავალუტო რისკების აღმოფხვრა და საქართველოში მცხოვრები მეწარმე ქალებისა და ფერმერებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

"მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ საინვესტიციო ფონდთან, როგორიცაა EFSE-ია (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის). მიღებული ფინანსური რესურსი მოხმარდება საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები, ქალი მეწარმეების და ფერმერების გაძლიერებას. მიღებული ინვესტიცია დაეხმარება კომპანიას მნიშვნელოვნად გაზარდოს საქმიანობის მასშტაბი და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - თათია ჯაჯანაშვილი, "ემბისი"-ს ფინანსური დირექტორი.

"ადგილობრივ ვალუტაში დენომირებული სესხი, რომელიც მიმართულია მიკრო და მცირე საწარმოების დაფინანსებაზე, განსაკუთრებით იმ საწარმოების, რომლებიც ოპერირებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მართავენ ან ფლობენ ქალები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სურვილებს ხელი შევუწყოთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. მიკრო და მცირე საწარმოებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის და მონაწილეობის შესაძლებლობების შექმნის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ არა მხოლოდ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას და სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ წვლილი შევიტანოთ უფრო ინკლუზიური და ინტეგრირებული ეკონომიკის და საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მოხარულები ვართ კომპანია „ემბისი“-სთან ამ ტრანსფორმაციული პარტნიორობის დაწყებით. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას მოვახდინოთ მნიშვნელოვანი ზეგავლენები და ხელი შევუწყოთ რეგიონში პოზიტიურ ცვლილებებს“ – EFSE-ის საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორ კლაუს მიულერის კომენტარი.

ემბისის შესახებ:

„ემბისი“ წარმოადგენს საფინანსო ორგანიაზაციას, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია წარმატებით საქმიანობს. კომპანია წარმოდგენილია თბილისში და 7 რეგიონში, ჯამში 17 სერვის ცენტრით. „ემბისი“-ს როგორც საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია პასუხისმგებლიანი დაფინანსების გზით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების შეთავაზება და მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. კომპანია ფლობს “B” სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს გერმანული სარეიტინგო კომპანია Scope Rating-სგან. „ემბისი“ არაერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია, როგორიცაა “პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora” 2022, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო - BARTA 2021/2022”, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო“ 2023 წლის გამარჯვებული ნომინაციაში - SDG4 (ხარისხიანი განათლება), ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის და ა.შ. ასევე, კომპანიამ 2022 წელს წარმატებით გამოუშვა კომპანიის ისტორიაში პირველი ლარის, არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE)  შესახებ:

გავლენის საინვესტიციო ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) დაფუძნდა 2005 წელს. ფონდი (EFSE) მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში, მიკრო და მცირე საწარმოების წარმატებაში ინვესტიციების გზით და ასევე, კერძო პირებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით. 
გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსურ რესურსებზე წვდომა საკვანძოა ამ სეგმენტის განვითარებისთვის, EFSE-ი ფოკუსირებულია დაეხმაროს ადგილობრივ ფინანსურ სექტორს განავითაროს აღნიშნული სამიზნე ჯგუფის დაფინანსება და მხარდაჭერა. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ფონდი EFSE, Development Facility-ის პროგრამის მეშვეობით, უზრუნველჰყოფს ტექნიკურ, სატრენინგო და სხვა სახის არაფინანსურ მხარდაჭერას მეწარმეებისა და საფინანსო ინსტიტუციებისთვის. ფონდის გავლენის მართვის სისტემამ, მისი მრჩეველი ორგანიზაციის - Finance in Motion-ის მეშვეობით, 2021 წელს მოიპოვა ვერიფაკაცია გავლენის აუდიტორული კომპანიისგან - BlueMark-სგან, რომელიც ადასტურებს ფონდის ზეგავლენის მართვის მტკიცე საოპერაციო პრიციპების არსებობას. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE)  დაფუძნდა KfW განვითარების ბანკის მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. EFSE-ი კაპიტალს იზიდავს დონორი სააგენტოებიდან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან და კერძო ინსტიტუციური ინვესტორებიდან.

Finance in Motion GmbH გერმანიის ოფისი წარმოადგენს EFSE-ის მრჩეველს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.efse.lu Finance in Motion-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.finance-in-motion.com