კარიერა

კარიერა

► "ემბისი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად ადამიანურ კაპიტალს აღიარებს.

►ეთიკური კორპორაციული მართვის პირობებში, თანამშრომელთათვის ქმნის თანაბარი განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს; 

► ჩვენთან საუკეთესო სამუშაო გარემოა, სადაც თითოეული თანამშრომლის შრომა დაფასებულია;

► ვსწავლობთ, ვმოქმედებთ და ვვითარდებით ერთად.


შემოგვიერთდი, გახდი "ემბისელი"!

 


თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV. მიღებული ინფორმაცია აისახება "ემბისი"-ს აპლიკანტების ბაზაში და ჩვენი HR გუნდი დაგიკავშირდებათ თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

 

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალს" (ს/კ 404967078 ), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. 
მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალისგან“, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: vacancy@mbc.com.ge.
ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი. ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით,  მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

გაგზავნა