CSR სიახლეები

ეთო ჩაჩიბაია SDG პიონერის გლობალური რაუნდის გამარჯვებულია

ეთო ჩაჩიბაია SDG პიონერის გლობალური რაუნდის გამარჯვებულია

2023-09-19

"ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია, გაეროს გლობალური შეთანხმების SDG პიონერის გლობალური რაუნდის გამარჯვებულია!

SDG პიონერები არიან ბიზნესპროფესიონალები, რომლებიც თავიანთ კომპანიებში მუშაობით ხელს უწყობენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას და წინსვლას. 

19 სექტემბერს, ქალაქ ნიუ იორკში, გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტი გაიმართა, სადაც გლობალური რაუნდის SDG პიონერები გამოავლინეს. 

გაეროს გლობალური შეთანხმება ყოველწლიურად აღიარებს 12 ბიზნეს ლიდერს, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში ათი პრინციპის წარმატებული იმპლემენტაციით ხელს უწყობენ კომპანიის პასუხისმგებლობიან საქმიანობას და გლობალური მიზნების მიღწევას. 

ეთო ჩაჩიბაია SDG პიონერის გლობალური რაუნდის გამარჯვებულია