CSR სიახლეები

#არავინდატოვომიღმა

#არავინდატოვომიღმა

2019-03-21

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს - 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია: "არავინ დატოვო მიღმა".

ტრადიციულად, "ემბისი"-ს გუნდი წელსაც შეუერთდა ჭრელი წინდების აქციას.

კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა, #წინდამინდა კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად აღნიშნული დღისათვის შექმნილი წინდები შეიძინეს. თანხა მთლიანად "გიგოს ფონდში" გადაირიცხა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალურ მხარდაჭერასა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობას მოხმარდება. 

#არავინდატოვომიღმა