CSR სიახლეები

"ემბისი"-ს თანამშრომლებმა მახათას მთაზე ხეები დარგეს

"ემბისი"-ს თანამშრომლებმა მახათას მთაზე ხეები დარგეს

2019-04-23

"ემბისი"-ს თანამშრომლებმა, მახათას მთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, კიპაროსის ხის ნერგების  დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება დედამიწის დღის ფარგლებში - კომპანია "ეიჩჯის" ინიციატივითა და საპატრიარქოს ფონდ "გაამწვანე საქართველოს" მხარდაჭერით  განხორციელდა. აქტივობის მიზანი გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვა, დედამიწის გამწვანებაში წვლილის შეტანა გახლდათ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიო თითქმის 50 წელია აღნიშნავს.