CSR სიახლეები

ემბისი Meliora 2020-ის გამარჯვებულია

ემბისი Meliora 2020-ის გამარჯვებულია

2021-05-20

"ემბისი" "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020"-ის გამარჯვებულია!

კომპანიამ გამარჯვება შემდეგ კატეგორიაში მოიპოვა: "თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID 19-ის პანდემიის პერიოდში". 

Meliora საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯილდოა, რომელსაც ბიზნესკომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით გამოჩენილი ინიციატივებისათვის იღებენ. წელს, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, Meliora 2020 განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა. კონკურსი იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს მიეძღვნა, რომელიც კომპანიებმა პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად განახორციელეს. Meliora 2020-ის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიები 5 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. 
 
თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ფიზიკური, მენტალური, სოციალური და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა - არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება "ემბისი"-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ემბისი Meliora 2020-ის გამარჯვებულია