სიახლეები

ფონდი ტასოს საჩუქარი "ემბისი"-ს ბიბლიოთეკას

ფონდი ტასოს საჩუქარი "ემბისი"-ს ბიბლიოთეკას

2020-02-19

ფონდმა ტასომ, მადლობის ნიშნად, "ემბისი"-ს ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. ლიტერატურით სარგებლობა შეუძლია კომპანიის ყველა თანამშრომელს.

ფონდი ტასო და "ემბისი"-ს პროექტი - ფინანსური მრჩეველი აქტიურად თანამშრომლობენ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

თანამშრომლობის ფარგლებში, "ემბისი"-ს სოციალური პროექტების მენეჯერი - დალი ლომიძე, წალენჯიხის რაიონის სოფლებს ესტუმრა და ჯგალსა და მუჟავაში მცხოვრებ ქალებს ესაუბრა ბიზნეს გეგმის მნიშვნელობაზე, მის სტრუქტურასა და სხვა საყურადღებო დეტალებზე.   

სამომავლოდ,"ემბისი" კვლავ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ფონდთან და მის ბენეფიციარებთან.