სიახლეები

ტრენინგი ტრენერთათვის

ტრენინგი ტრენერთათვის

2019-04-04

"ემბისი"-ს წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგი მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მასში საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მმუშავე ისეთი ორგანიზაციის თანამშრომლები გახლდნენ მიწვეულნი, რომლებიც უკვე ახორციელებენ, ან უახლოეს მომავალში გეგმავენ ფინანსური განათლების პროგრამებს საკუთარი ბიზნესკლიენტებისა და სხვა მეწარმეებისთვის.