სიახლეები

"ემბისი"-მ საერთაშორისო ინსტიტუტისგან $1.75 მლნ სესხი მიიღო

"ემბისი"-მ საერთაშორისო ინსტიტუტისგან $1.75 მლნ სესხი მიიღო

2019-10-10

$1.75 მლნ - მცირე ბიზნესის დასაკრედიტებლად... "ემბისიმ" საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან - Incofin Investment Management - 1,750,000 აშშ დოლარი არაუზრუნველყოფილი სესხი მოიზიდა.

აღნიშნული თანხა კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს სასესხო პორტფელი და კიდევ უფრო ფართო სპექტრის და მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს. 

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან არაუზრუნველყოფილი სესხის მოზიდვა "ემბისი"-ს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობის მკაფიო გამოხატულებაა, რაც სამომავლოდ, მიკრო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობაზე, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც აისახება.

თათია ჯაჯანაშვილი, "ემბისი"-ს საფინანსო დეპარტამენტის დირექტორი:

"Incofin Investment Management-თან მოლაპარაკება დაახლოებით 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და საკმაოდ რთული პროცესი გახლდათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ახალი რეგულაციების პირობებში - მაშინ, როდესაც ბაზარზე ოპერირება ძალიან გართულდა, "ემბისი"-ს შეენარჩუნებინა სტაბილური ზრდა/განვითარება.  
საბედნიეროდ, დღეს შედეგი სახეზეა. კომპანიამ შეძლო  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნდობის მოპოვება და არაუზრუნველყოფილი სესხის მიღება.  
მოზიდული სესხის მიზნობრიობა გახლავთ სასესხო პორტფელის გაზრდა. იქიდან გამომდინარე, რომ "ემბისი" ორიენტირებულია მცირე და საშუალო, ასევე აგრო ბიზნესის დაკრედიტებაზე, თანხის ათვისება სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდება.  
ამჟამად, მოლაპარაკება მიმდინარეობს 4 სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. საუბარია, დაახლოებით, 15 მლნ ლარის სესხების მოზიდვაზე, რაც ასევე ბიზნეს პორტფელის ზრდისკენ იქნება მიმართული."   

აღსანიშნავია, რომ Incofin Investment Management საქმიანობას 2001 წლიდან ეწევა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დაკრედიტების პრინციპების ძირითადი ქვაკუთხედი, მსოფლიოს მასშტაბით მცირე და საშუალო, ასევე, აგრო მიმართულების ბიზნესების განვითარების ხელშეწყობაა.