სიახლეები

"ემბისი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვეტერან მოყვარულ ჩოგბურთელთა ჩენპიონატის გამარჯვებულია

"ემბისი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვეტერან მოყვარულ ჩოგბურთელთა ჩენპიონატის გამარჯვებულია

2020-08-27

კორპორაციული  პასუხისმგებლობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო ფასეულობებისა და ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა "ემბისი"-სთვის უმნიშვნელოვანესია. კომპანიის ყველა თანამშრომელს არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

სწორედ ასეთი მიმართულებაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, რომლის პოპულარიზაციაზე "ემბისი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ვალერი ჩეჩელაშვილი აქტიურად მუშაობს და თბილისის ვეტერან მოყვარულ ჩოგბურთელთა ჩენპიონატის გამარჯვებულიც გახდა. 

ვალერი ჩეჩელაშვილი მოღვაწეობდა დიპლომატიის სფეროში და ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იგი იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, რუსეთში, ასევე ეკავა გენერალური მდივნის პოზიცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ხოლო 2007-2016 წლებში - გენერალური მდივნის პოზიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამში.  2002-2012 წლებში იყო "ბაზისბანკის" აქციონერი.

2016 წლიდან ვალერი ჩეჩელაშვილი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 

ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია.  ჩოგბურთმა ასაკი არ იცის, მთელი ცხოვრება შეგიძლია ითამაშო და სიამოვნება მიიღო . ცხოვრების ჯანსაღი წესი კი პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების კეთილდღეობას, ფიზიკურ აქტივობას, ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში და ფიზიკურ სიჯანსაღეს. 
ვულოცავთ ბატონ ვალერის გამარჯვებას!