სიახლეები

გლდანში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

გლდანში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

2014-09-15

"ემბისი"-ს ქსელი აქტიურად ფართოვდება. კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ახლა უკვე გლდანის რაიონშიც ხელმისაწვდომია.
 
ახალი სერვის ცენტრი ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე - ვეკუას #12-ში მდებარეობს და მომხმარებელს საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების ფართო სპექტრს სთავაზობს. 

ახალი ფილიალის გახსნის პარალელურად, "ემბისი" მომხმარებლებს აქციას სთავაზობს. 30 ოქტომბრამდე, სერვის ცენტრში კომუნალური და სხვა გადახდების განხორციელება საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.