სიახლეები

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრა

2019-09-16

"ემბისი"-მ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრაში - გენდერული თანასწორობა, მრავალფეროვნება და ქალთა ინტეგრაცია საზოგადოებაში.

სემინარის მიზანი გახლდათ საზოგადოებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, თუ როგორ შეიძლება სპორტის - კერძოდ კი, ქართული რაგბის ფასეულობები გამოყენებული იყოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ჩართულობის პრომოუშენისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ქართული რაგბი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორია და აქტიურად გახლავთ ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რაც ქალთა გაძლიერების, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით ხორციელდება.