სიახლეები

"ემბისი"-ში ვალუტის გადაცვლა უკვე ონლაინ შეიძლება

"ემბისი"-ში ვალუტის გადაცვლა უკვე ონლაინ შეიძლება

2023-04-10

"ემბისი"-ში ვალუტის კონვერტაცია ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. 

კომპანიამ ონლაინ კონვერტაციის სპეციალური პორტალი მიმდინარე კვირას ჩაუშვა და პირველმა ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე მომხმარებელს ვალუტის დისტანციურად გადაცვლის შესაძლებლობა შესთავაზა. 

პროდუქტით სარგებლობისთვის, ვებ-გვერდზე - https://fx.mbc.com.ge, იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო. 

კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: GEL, USD, EUR, RUB.