სიახლეები

"ემბისი" გაეროს აქსელერაციის პროგრამაში იღებს მონაწილეობას

"ემბისი" გაეროს აქსელერაციის პროგრამაში იღებს მონაწილეობას

2023-03-28

28 მარტს, ემბისის გუნდმა, კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამის - #SDG ინოვაციების აქსელერატორის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  

ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განიხილეს მათი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და შეასრულეს თემატური სავარჯიშოები. 

#SDGInnovation აქსელერატორი გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილი პროგრამაა და პირველად ტარდება საქართველოში. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.

ცხრა თვიანი პროგრამის ფარგლებში, "ემბისი"-ს თანამშრომლები მენტორთან ერთად შეიმუშავებენ ისეთ ინოვაციურ ინიციატივებს და ბიზნეს მოდელებს, რომელთაც შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ კომპანიასა და მისი მდგრადი განვითარების მიზნებზე.