სოციალური პასუხისმგებლობა

ახალგაზრდების მხარდაჭერა

ახალგაზრდების მხარდაჭერა

"ემბისი" როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განათლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და მათი პოტენციალის რეალიზებაში დახმარების გაწევა. ეს სტრატეგიული მიმართულება ესადაგება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-10 მიზნებს. 

მოთხოვნილ და მიწოდებულ უნარებს შორის შეუსაბამობა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ კუთხით, აუცილებელია სამუშაო ადგილების პროგნოზირებისა და კარიერული კონსულტირების სისტემის დახვეწა, რაშიც აქტიურად არის ჩართული "ემბისი"-ს ადამიანური რესურსების განყოფილება, რომელიც უფასო კონსულტაციებს უწევს ახალგაზრდებს და სოციალურ საწარმოებს პროექტ "ფინანსური მრჩეველის" ფარგლებში.

ასევე, აუცილებელია, როგორც ფორმალური და არაფორმალური, ისე პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შრომის ბაზარზე არსებულ დისბალანსს. აღნიშნული მიმართულებით, "ემბისი"-ს მუდმივად აქვს ტრენინგების სერია სტაჟიორებისთვის და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ასევე, დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ისარგებლონ კომპანიის პროდუქტებით.  

შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უკეთ ინტეგრირებისთვის არსებითია მათი ხელშეწყობა განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლის ეტაპზე. ამ მიზნით, ჩვენს მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯია სტაჟირების პროგრამების დახვეწა, შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და აქტიური თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. აგრეთვე, ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებისთვის - განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის - ალტერნატიული და ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას, სპეციალურად მათთვის სამუშაო ადგილების შექმნას.  

ახალგაზრდების მხარდაჭერა