სიახლეები

ზესტაფონში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

ზესტაფონში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

2022-04-18

"ემბისი" უკვე ზესტაფონშია. დღეიდან, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კომპანიის სერვისით სარგებლობას აღმაშენებლის #59დ-ში შეძლებს.   

"ემბისი"-ში განსაკუთრებული პირობებია სასოფლო სამეურნეო და ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირებისთვის. კომპანიაში აგრო, ბიზნეს და სტარტაპ სესხების მიღება 100,000 ლარამდე მოცულობითაა შესაძლებელი. სესხებზე გამარტივებული პროცედურები მოქმედებს და მათი მაქსიმალური ვადა 120 თვე გახლავთ. "ემბისი" მოსახლეობას სთავაზობს როგორც უზრუნველყოფილ, ასევე უგირავნო აგრო/ბიზნეს სესხებს. ამას გარდა, მომხმარებლებს ავტო და იპოთეკური სესხებით სარგებლობის შესაძლებლობაც ეძლევათ. 

"ემბისი" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვალუტის გადაცვლის საუკეთესო კურსებს სთავაზობს, ფულადი გზავნილების განაღდება-გაგზავნა კი ყოველგვარი რიგებისა და გაყოვნების გარეშეა შესაძლებელი. კომპანიის მომხმარებელი კომუნალურ და სხვა სახის გადახდებზეც საუკეთესო ტარიფებით ისარგებლებს. 

აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის სერვის ცენტრი "ემბისი"-ს რიგით მეჩვიდმეტე ფილიალია. კომპანია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. 

ზესტაფონში