სიახლეები

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან

2021-10-01

"ემბისი" კვლავ აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის პროცესში თანამშრომელთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

ორგანიზაციის მასშტაბით, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებები თუ ინფორმაციული შეხვედრები.

კამპანიის ფარგლებში, "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის გაიმართა ონლაინ შეხვედრა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან.

შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა და მასზე კულუმბეგოვმა დეტალურად ისაუბრა Covid ვაქცინათა შორის სხვაობაზე, მათ გვერდით მოვლენებსა თუ ვირუსის წინაღმდეგ ეფექტურობის ხარისხზე. ასევე, ბიძინა კულუმბეგოვმა "ემბისი"-ს თანამშრომლებს იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელოვნებაზე გაუზიარა რეკომენდაციები და უპასუხა მათ შეკითხვებს.

პანდემიის დამარცხება და შეზღუდვების გარეშე ცხოვრება მხოლოდ აქტიური ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი!​


#ვაქცინაგვიცავს
#აიცერი

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან