სიახლეები

შეხვედრა აგრო მეწარმეებთან

შეხვედრა აგრო მეწარმეებთან

2022-03-30

24 მარტს, ასოციაცია "სუბტროპიკი"-ს ინიციატივითა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის რეგიონის ფერმერებთან და აგრო მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.   

შეხვედრის მიზანი მეციტრუსე ფერმერების ფინანსურ ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან დიალოგის შექმნა და კავშირების დამყარება იყო. 

ღონისძიების ფარგლებში, "ემბისი"-ს რეგიონალური მენეჯერი, ლაშა შედანია მეწარმეებს ფინანსური რესურსების მიღების შესაძლებლობებზე ესაუბრა, გააცნო მათ კომპანიის პროდუქტები, სერვისები და ფინანსური მრჩეველის უფასო კონსულტაცია შესთავაზა.   

ასოციაცია "სუბტროპიკი" ამ ეტაპზე ასეულობით ფერმერსა და აგრო მეწარმეს აერთიანებს და მათ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში, ექსპორტსა და შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიებაში ეხმარება.

"ემბისი" სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას და ღიაა ფერმერთა ასოციაციებთან თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა აგრო მეწარმეებთან