სიახლეები

ინფორმაცია აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრების მოწვევის შესახებ

ინფორმაცია აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრების მოწვევის შესახებ

2022-06-14

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს (ს/კ404967078)
აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრება მოწვეულია სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს მიერ;
  • საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდი - 404967078;
  • საზოგადოების იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2;
  • კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო: კრება ჩატარდება 2022 წლის 7 ივლისს, 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე - შოთა რუსთაველის #29, 0108 თბილისი, საქართველო (სასტუმრო „ბილტმორი“);
  • აქციონერთა სააღრიცხვო დღე: 2022 წლის 1 ივლისი (აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან).

აქციონერთა კრების დღის წესრიგი:

  1. საზოგადოების 2021 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის დამტკიცება;
  2. 2021 წლის ფინანსური შედეგების დამტკიცება და საზოგადოების ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდის გაცემის საკითხის გადაწყვეტა;
  3. საზოგადოების პრივილეგირებულ აქციებზე 2021 წლის საბოლოო დივიდენდის გაცემის საკითხის გადაწყვეტა;
  4. მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე, საზოგადოების წესდების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საზოგადოების წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და აღნიშნულის გათვალისწინებით, წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
  5. მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გენერალური დირექტორის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების დადასტურება.

კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, საერთო  კრების ჩატარების თარიღამდე 14 დღით ადრე წერილობით მიმართოს  საზოგადოების დირექტორატს და:

-    მოითხოვოს საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება და თითოეულ საკითხს დაურთოს შესაბამისი დასაბუთება ან მისაღები გადაწყვეტილების პროექტი;
-    წარადგინოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ან გასათვალისწინებელ საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები და დასაბუთება.
 

სხდომაზე დამსწრე აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს კრების ჩატარების ადგილზე;

აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.
       
წინამდებარე ინფორმაცია კრების მოწვევის შესახებ, გამოქვეყნებულია მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე და საზოგადოების ვებ-გვერდზე; 

ასევე, წინამდებარე ინფორმაცია წესდების ახალ რედაქციასთან და სხვა დასამტკიცებელი დოკუმენტების პროექტებთან ერთად, გენერალური დირექტორის მიერ გაგზავნილია ყველა აქციონერისათვის პირადად, ელ. ფოსტის მეშვეობით.
 

ინფორმაცია აქციონერთა წლიური (მორიგი) საერთო კრების მოწვევის შესახებ