სიახლეები

"ემბისი" მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს

"ემბისი" მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს

2020-03-12

ძვირფასო მომხმარებლებო, 

გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, "ემბისი"-ში  მომსახურება ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე.

კომპანია ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და ჰიგიენის წესებს. ყველა სერვისცენტრში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თანამშრომლებს და მომხმარებლებს ადგილზე შეუძლიათ ხელის დამუშავება სპეციალური ხსნარით, დაავადების გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით კი, სისტემატიურად მიმდინარეობს შესაბამისი რეკომენდაციების გავრცელება.
 
ამასთან, COVID-19-ის პრევენციისთვის "ემბისი" მოგიწოდებთ გამოიყენოთ დისტანციური მომსახურების არხები. 

  • ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სატელეფონო ქოლ-ცენტრს, ნომერზე: 032 2 505002; გაიარეთ ონლაინ კონსულტაცია ვებ-გვერდზე: www.mbc.com.ge, ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/mbc.com.ge/
  • სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტბანკით: http://www.online.mbc.com.ge/User/Login
  • სესხის ყოველთვიური შენატანის განხორციელებას კი შეძლებთ სწრაფი გადახდის აპარატებით: TBC PAY, EXPRESS PAY და ონლაინ გადახდების გვერდების საშუალებით: www.tbcpay.ge, www.tbconline.ge   

გისურვებთ ჯანმრთელობას!