სამეთვალყურეო საბჭო

ნატალია რუხაძე

ნატალია რუხაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

2017 წლიდან ნატალია რუხაძე გახლავთ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ნატალია რუხაძემ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ქიმიურფარმაცევტული აკადემია და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიოტექნოლოგიის სპეციალობით. ნატალიამ კარიერა დაიწყო რუსეთში, ინდუსტრიული ბიოტექნოლოგიის განხრით და სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო ბოსტონში (აშშ), შპს "ბიოგენთან" ერთად.

2000 წელს მან მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხი. მას შემდეგ იგი მუშაობდა სლოუნის ბიოტექნოლოგიის მიმართულებით - Accenture და Millennium Pharmaceuticals კომპანიებთან - პროექტების მართვის, ახალი პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

2006 წელს ნატალია რუხაძე ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. 2008 წელს მან დააფუძნა საოჯახო ქონების მართვის კომპანია ლონდონში და 6 წლის განმავლობაში მართავდა წარმატებული საწარმოების მრავალმილიონიან აქტივებს.

2014 წლიდან ნატალია რუხაძე მართავს კერძო ოჯახურ ბიზნესს საერთაშორისო მასშტაბით.

ნატალია რუხაძე