ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებისა, პროცესების, სტანდარტების შემუშავება, განახლება, განვითარება, დანერგვა;
- მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პროცედურებისა და სტანდარტების მონიტორინგი;
- მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრის გზების დასახვა;
- მომსახურების ხარისხის მართვასთან დაკავშირებით კორესპონდენციის წარმოება, დოკუმენტების მომზადება, მათ შორის შეხვედრის ოქმების წარმოება;
- ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
- მომსახურების ხარისიხის სატრენინგო მასალის მომზადება და ტრენინგების ჩატარება;
- კომპანიის მოთხოვნით სხვადასხვა კვლევის ორგანიზება და ჩატარება.
- ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ხარისხის მართვასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- კეთილსინდისიერება, მოტივირებულობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
- ცვლილებების ინიცირება და მართვის უნარი;
- დროის ეფექტური გადანაწილება.