ძირითადი მოვალეობები:
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- ბიუჯეტის ფორმირება და შემდგომი მონიტორინგი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი და პერიოდული შეფასება;
- მისოს საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა;
- სიახლეების დაგეგმვა, მომზადება და გავრცელება, მედია შეხვედრების ორგანიზება, მედიამონიტორინგი, ციფრული კომუნიკაციის წარმართვა;
- მისოს შესახებ ცნობიერების და პოზიტიური ტენდენციის ზრდის ხელშეწყობა;
- შიდა ორგანიზაციულ ურთიერთობაზე ზრუნვა, შესაბამისი ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- მისოს სიახლეების შესახებ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, შიდა კომუნიკაციის პროცესის მართვა და განვითარება;
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
- კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და დანერგვა;
- CSR პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ანგარიშების გაცნობა თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინვესტორებთან ურთიერთობა, ანგარიშგების წარმოება;
- მიმართულების მუშაობისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის, პროცედურის, ინსტრუქციის მოწესრიგება, საჭიროებისამებრ დროული განახლების ინიცირება და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით);
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი.