ვაკანსიები

ვაკანსიები

ხაზინის უფროსი სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 24-09-2021 ბოლო ვადა: 24-10-2021

ძირითადი მოვალეობები:

 

  • სავალუტო ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;
  • შესრულებული ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების მონიტორინგი;
  • მისოს სავალუტო პოზიციის კონტროლი;
  • სავალუტო პოზიციის გახსნა/დახურვასთან დაკავშირებით, ლიმიტის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღება;
  • სავალუტო ბაზარზე ეფექტურად ვაჭრობის უზრუნველყოფა;
  • ანგარიშგებების მომზადება;
  • მისოს ლიკვიდური სახსრების კონტროლში მონაწილეობის მიღება;
  • ხაზინის ჯგუფის საქმიანობის სრულყოფისთვის წინადადებების მომზადება და ხაზინის ჯგუფის უფროსთან წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ეკონიმიკური, ფინანსური ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • ძირითადი, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • Bloomberg - ის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.
განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით

სტაჟიორი - გრაფიკული დიზაინი

გამოქვეყნდა: 23-09-2021 ბოლო ვადა: 23-10-2021

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ვიზუალური კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
  • ციფრული მასალის, აგრეთვე ბროშურების/საბეჭდი მასალის დიზაინის შექმნა/ადაპტაცია და შესრულებული სამუშაოს ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

 

  • გრაფიკული პროგრამების (Photoshop/Illustrator) ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ექნება მცირედი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის კერძოდ, ფოტო მანიპულაციის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობა;
  • კრეატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით

მიკრო დაკრედიტების ექსპერტი - რეგიონები

გამოქვეყნდა: 21-09-2021 ბოლო ვადა: 20-10-2021

ძირითადი მოვალეობები:

 

  • საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა /  შეთავაზება;
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება  და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
  • საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
  • საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით

აგრო პროექტის მენეჯერი - თბილისი

გამოქვეყნდა: 21-09-2021 ბოლო ვადა: 01-10-2021

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ბაზარზე არსებული აგრო პროდუქტების შესწავლა და ანალიზი;
  • მისოში არსებული აგრო პროდუქტების მოდიფიკაცია ბაზრის, მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მისოს შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;
  • აგრო ტექნოლოგიური ბარათების შექმნა, მუდმივი გადახედვა/ კონტროლი და ცვლილებების განხორციელება/განახლება;
  • აგრო ტექნოლოგიური ბარათებისათვის ახალი კულტურებისა და დარგების დამუშავება და აგრო ბარათებში დამატება;
  • მისოს თანამშრომლებისთვის აგრო მიმართულებით ტრეინინგების ორგანიზება, თანამშრომელთა აგრო მიმართულებით ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
  • აგრო მიმართულებით მისოს შიდა პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება,დანერგვა, გადახედვა, შესრულების კონტროლი;
  • აგრო მიმართულებით ზუსტი და დროული ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
  • აგრო მიმართულებით შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება, განახლება, მოდიფიცირება.

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი, აგრო ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია -  აგრო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სოფლის მეურნეობის დარგებისა და კულტურების შესახებ გამოცდილება;
  • საქართველოს რეგიონებისა და მათი აგრო მიმართულებების ცოდნა;
  • საფინანსო სექტორისა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბანკო პროგრამების  ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კეთილსინდისიერება.
  • სასურველია - თვითკრიტიკულობა, თვითმოტივირებულობა.

განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით

პრობლემური აქტივების სპეციალისტი - ქუთაისი

გამოქვეყნდა: 16-09-2021 ბოლო ვადა: 16-10-2021

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების დამუშავება, კონტროლი
  • მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების გაპრობლემების მიზეზების გამოვლენა, სისტემატიური რისკების არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უშუალო უფროსის ინფორმირება
  • მსესხებლებთან/თავდებებთან და საკონტაქტო პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების, გრაფიკში ჩაჯდომის ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით
  • სისტემატიური კონტაქტი მსესხებელთან და საკონტაქტო პირებთან მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული სესხის სრულად დაფარვამდე
  • სესხების ამოღების მიზნით, ვიზიტები მსესხებლის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე
  • სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა
  • ჯარიმების კორექტირების თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, იურიდიული ან მსგავსი მიმართულებით
  • საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით

მოლარე - ანაზღაურებადი სტაჟირება (თბილისი)

გამოქვეყნდა: 25-08-2021 ბოლო ვადა: 25-10-2021

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; 
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება; 
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; 
  • ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება; 
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
  • კომუნალური გადახდების განხორციელება;
  • დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება; 
  • კლიენტების მოზიდვა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული; 
  • კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.
განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით

მოლარე - თბილისი

გამოქვეყნდა: 12-08-2021 ბოლო ვადა: 24-10-2021

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
  • კომუნალური გადახდების განხორციელება;
  • დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
  • კლიენტების მოზიდვა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში;
  • მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
  • კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.
განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით