ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა /  შეთავაზება
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტნადარტების შესაბამისად
  • საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება  და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება
  • საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა
  •  შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
  • სასურველია საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  •  სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე
  •  კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.