ფოტო გალერეა

გლობალური ფულის კვირეული

გლობალური ფულის კვირეული

"ემ ბი სი"-მ "გლობალური ფულის კვირეულში" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით ჩატარდა. 

"გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში მეექვსედ აღინიშნა და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას. 2019 წლის კვირეულის გზავნილია: "ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე"!

"ფინანსური მრჩეველის" პროექტის ფარგლებში, "ემ ბი სი" საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და ფინანსური წიგნიერების თემაზე 5 დღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება განახორციელა.