ძირითადი მოვალეობები:
- დილინგური ოპერაციების წარმოება, აუცილებელი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- ყოველდღიურად უცხოური ვალუტის კურსების დადგენა და მისი ოპერაციულ და საინფორმაციო სისტემებში ასახვა და კონტროლი;
- მისოს სავალუტო პოზიციის დაცვა;
- სავალუტო პოზიციის გახსნა/დახურვასთან დაკავშირებით წინადადების მომზადება, შეთვაზება და მიღებული გადაწყვეტილების შესრულება;
- მისოს კლიენტებისათვის არასტანდარტული კურსების დადგენა;
- უნაღდო კონვერტაციების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
- კონვერტაციებთან დაკავშირებული პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებთან გაფორმებული დოკუმენტაციის შეგროვება, შენახვა და დაინტერესებული განყოფილებებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში მათთან კონვერტაციის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
- დილინგურ ოპერაციებთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური ანაგრიშგების გაკეთება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
- ძირითადი, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- სასურველია Bloomberg-თან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას და მზარდ ანაზღაურებას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალს" (ს/კ 404967078 ), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალისგან“, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.
ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.